IMG_0762
მდებარეობა
დაბა აბასთუმანი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. აბასთუმანი არის უნიკალური ადგილი სადაც ფორმირდება ოზონი (სამკურნალო ჰაერი)
pine-dust
ჰაერი
ხეობა დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს. გაზაფხულზე ფიჭვი იწყებს ყვავილობას, რის შედეგადაც, იგი გამოყოფს ეგრეთ წოდებულ მტვერს და მიმოიფანტება ჰაერში, სუნთქვის დროს იგი ხვდება ფილტვებში რაც ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ფილტვებისთვის. ეს ჰაერი შეუდარებელია როგორც სამკურნალოდ, ამავდროულად რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამიტომაა აბასთუმანში დასვენება ესეთი მოთხოვნადი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
romanov palace
სამკურნალო წყლები
აბასთუმანი ყოველთვის პოპულარული და ღირებული იყო მისი ცხელი მინერალური წყაროების წყალობით, რომელთა სამკურნალო თვისებები ძველი დროიდან იყო ცნობილი. დღეს მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სწორედ აბასთუმანის უნიკალური კლიმატი, მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებთან ერთად შესანიშნავ შედეგებს გვაძლევს მკურნალობასა და გამოჯანსაღებაში
observatory-1
ობსერვატორია
1932 წელს დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული
IMG_5072

ძლიერი მხარეები