ჩვენ შესახებ

IPS - ფასადი

IPS-ის ფასადების მიმართულება აერთიანებს ინჟინრულ სიზუსტეს და არქიტექტურულ ესთეტიკას. თითოეული გადაწყვეტა იქმნება პროექტის კონტექსტზე მორგებით, რათა შედეგი იყოს გამძლე, ფუნქციური და არქიტექტურულად გამართული.
ჩვენ ვმუშაობთ როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საერთაშორისო
პროექტებზე — სადაც ფასადი შენობის ხასიათს ქმნის.

არქიტექტორის მიერ მოწოდებული რენდერის და ნახაზების მიხედვით ჩვენი ინჟინრები ამზადებენ დეტალურ კვანძებს და ტექნიკურ გადაწყვეტებს

პროექტის ინჟინერიის პროცესში ვითვალისწინებთ კლიმატურ პირობებს – ქარის დატვირთვა, წყლის შეღწევადობა, ტემპერატურული ცვლილებები და სხვა. ასევე, ყურადღებას ვაქცევთ მასალების თავისებურებებს და დანახარჯების ოპტიმიზაციას

სამუშაო პროცესს ვუწევთ ზედამხედველობას, რათა ყველა დეტალი პროექტის მიხედვით იყოს შესრულებული

პროექტის ვიზუალის/არქიტექტურის შესაბამისად დამკვეთს ვთავაზობთ საფასადო-მოსაპირკეთებელი მასალების რამდენიმე ვერსიას

ვათანხმებთ შერჩეული მასალების მიწოდების ვადებს და ხელშეკრულების პირობებს

ვუკვეთავთ მასალებს ჩვენს პარტნიორ კომპანიას. ვაკონტროლებთ, რომ წარმოება და ტრანსპორტირება დროულად მოხდეს

შეთანხმებული პროექტის მიხედვით ვასრულებთ სამონტაჟო მომსახურებას

სამუშაო პროცესში დამკვეთთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და რეპორტინგი

სამუშაოებს ასრულებენ ჩვენი გამოცდილი და სერტიფიცირებული პროფესიონალები. ისინი ფასადის მონტაჟისას თანამედროვე იარაღებს და ტექნოლოგიებს იყენებენ, რაც ფასადს ხარისხს და გამძლეობას უნარჩუნებს

ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გვაქვს 5-წლიანი საგარანტიო პერიოდი

ვამოწმებთ პროექტის დეტალებს და მოთხოვნებს, რათა სწორად განვსაზღვროთ საჭიროებები

პროექტის შესაბამისად დამკვეთს ვთავაზობთ მასალების რამდენიმე  ვერსიას და ბიუჯეტს, ასევე ტექნიკურ გადაწყვეტილებებს

ვათანხმებთ მიწოდების ვადებს და ხელშეკრულების პირობებს

მსხვილი პროექტების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება შერჩეული მასალის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის ჩართვა, რათა ყველა ტექნიკური დეტალი სწორად იყოს გათვლილი

პროდუქციის მიწოდების შემდეგ  ჩვენი მხრიდან ხდება პერიოდული მონიტორინგი, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროდუქციის შენახვა-დასაწყობება და გამოყენება სწორად ხდება. ასევე, სურვილის შემთხვევაში ხდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება პროექტის დასრულებამდე.

ფასადის პროექტები

IPS-ში მზად ვართ თქვენს პროექტზე სამუშაოდ