ოქტომბერში კომპანია IPS-ის ორგანიზებით ქართველი ინტერიერის დიზაინერები საქმიანი ვიზიტით, იტალიაში, Atlas Concorde-ის საწარმოსა და შოურუმს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს თანამედროვე საწარმო, გაეცნენ ფილების დამუშავების უახლეს ტექნოლოგიებს და აღმოაჩინეს ბრენდის ახალი, გამორჩეული კოლექციები.