დამკვეთს ვთავაზობთ პროექტის შესაბამისი პროდუქციის და ბიუჯეტის რამდენიმე ვერსიას
კონსულტაციას ვუწევთ ტექნიკურ საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში, ვაკეთებთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციასაც
ინტერიერის მასალების მიწოდება
დამკვეთს ვთავაზობთ შერჩეული პროდუქციის ბიუჯეტირებას და ალტერნატიულ ვერსიებს
პროდუქციის შერჩევის შემდეგ ვათანხმებთ ვადებს და ხელშეკრულების პირობებს
ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან მასალების შეკვეთის პარალელურად ხაზზე ვართ დამკვეთთან და სურვილის შემთხვევაში, ტექნიკურ საკითხებზეც ვუზიარებთ რეკომენდაციებს
IPS ფასადი
ფასადის პროექტირება
არქიტექტორის მიერ მოწოდებული რენდერის და ნახაზების მიხედვით ჩვენი ინჟინრები ამზადებენ დეტალურ კვანძებს და ტექნიკურ გადაწყვეტებს
პროექტის ინჟინერიის პროცესში ვითვალისწინებთ კლიმატურ პირობებს – ქარის დატვირთვა, წყლის შეღწევადობა, ტემპერატურული ცვლილებები და სხვა. ასევე, ყურადღებას ვაქცევთ მასალების თავისებურებებს და დანახარჯების ოპტიმიზაციას
სამუშაო პროცესს ვუწევთ ზედამხედველობას, რათა ყველა დეტალი პროექტის მიხედვით იყოს შესრულებული
საფასადო-მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება
პროექტის ვიზუალის/არქიტექტურის შესაბამისად დამკვეთს ვთავაზობთ საფასადო-მოსაპირკეთებელი მასალების რამდენიმე ვერსიას
ვათანხმებთ შერჩეული მასალების მიწოდების ვადებს და ხელშეკრულების პირობებს
ვუკვეთავთ მასალებს ჩვენს პარტნიორ კომპანიას. ვაკონტროლებთ, რომ წარმოება და ტრანსპორტირება დროულად მოხდეს
საფასადო-მოსაპირკეთებელი მასალების მონტაჟი
შეთანხმებული პროექტის მიხედვით ვასრულებთ სამონტაჟო მომსახურებას
სამუშაო პროცესში დამკვეთთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და რეპორტინგი
სამუშაოებს ასრულებენ ჩვენი გამოცდილი და სერტიფიცირებული პროფესიონალები. ისინი ფასადის მონტაჟისას თანამედროვე იარაღებს და ტექნოლოგიებს იყენებენ, რაც ფასადს ხარისხს და გამძლეობას უნარჩუნებს
ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გვაქვს 5-წლიანი საგარანტიო პერიოდი
სამშენებლო მასალების მიწოდება
პირველ რიგში, ვამოწმებთ პროექტის დეტალებს და მოთხოვნებს, რათა სწორად განვსაზღვროთ საჭიროებები
პროექტის შესაბამისად დამკვეთს ვთავაზობთ მასალების რამდენიმე ვერსიას და ბიუჯეტს, ასევე ტექნიკურ გადაწყვეტილებებს
ვათანხმებთ მიწოდების ვადებს და ხელშეკრულების პირობებს
მსხვილი პროექტების შემთხვევაში, საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება შერჩეული მასალის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის ჩართვა, რათა ყველა ტექნიკური დეტალი სწორად იყოს გათვლილი
პროდუქციის მიწოდების შემდეგ ჩვენი მხრიდან ხდება პერიოდული მონიტორინგი, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროდუქციის შენახვა-დასაწყობება და გამოყენება სწორად ხდება. ასევე, სურვილის შემთხვევაში ხდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება პროექტის დასრულებამდე.