IPS-ში ვიცით, რომ პროექტების სწორად დაგეგმარებას პროცესების და მასალების სიღრმისეული ცოდნა განაპირობებს.
სინამდვილეში, ნებისმიერი სამშენებლო პროდუქტი მხოლოდ მასალაა, რომელიც ხარისხის და ფასის მიუხედავად შეიძლება იყოს სწორად ან არასწორად გამოყენებული. ნაშენების Ხარისხს განსაზღვარვს კვალიფიკაცია და არა მხოლოდ მასალის ფასი.
IPS-ში ყველა პროექტს ვიწყებთ და ვასრულებთ ცოდნით.
ისტორია
2024
ქარხნის მშენებლობა
2024 წელს დაიწყო ქარხნის მშენებლობა
2023
IPS თრეიდი
2023 წლის დასაწყისში შეიქმნა IPS თრეიდი - სამშენბლო და სარემონტო მასალების საცალო გაყიდვები
2019
IPS ფასადი
2019 წელს შეემატა ფასადების მიმართულებაც
2016
IPS ინტერიერი
კომპანია IPS-მა ინტერიერის მიმართულებით 2016 წელს დაიწყო საქმიანობა
გუნდი და კარიერა
IPS-ის მთავარი სიძლიერე მის გუნდშია. Ჩვენ ყურადღებით ვარჩევთ გუნდის წევრებს, შემდეგ კი გულდასმით ვზრუნავთ მათ სწავლებაზე, განვითარებაზე და საქმის ოსტატებად ჩამოყალიბებაზე.
IPS-ის გუნდში ყველა ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და პროექტების უზადოდ შესრულებაშიც სწორად ეს გვეხმარება.
ჩვენი ღირებულებები
ოსტატობა
თავდაჯერებულობა
ცნობისმოყვარეობა
სიზუსტე
თუკი ჩვენი საქმიანობის სფერო შენთვის საინტერესოა და ჩვენი ღირებულებები შენს უნარ-ჩვევებს შეესაბამება, Მაშინ დაათვალიერე ჩვენი ვაკანსიები ან შეავსე განაცხადის ფორმა.
განაცხადის ფორმა
სოციალური პასუხისმგებლობა
IPS-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა მოიცავს სამშენებლო, კერძოდ კი, საფასადე და ინტერიერის მოპირკეთებასთან დაკავშირებული ცოდნის პოპულარიზაციას, მხარდაჭერას და გავრცელებას. ამ მიმართულებით კომპანიას არაერთი გეგმა აქვს, რომლებსაც ეტაპობრივად განახორციელებს.
კომპანიის CSR აქტივობის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ინდუსტრიის და ზოგადად, გარემოს განვითარებას და გაუმჯობესებას, რომელშიც ის ოპერირებს.